პოლიტიკა
ახლა რაც ხდება, ის უბრალოდ არ ვარგა - მამუკა კაციტაძე
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი შემოთავაზების შეფასებისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის წინადადებები საკონსტიტუციო რეფორმაზე არ გაითვალისწინა.
„ხელისუფლებამ გუშინ გარკვეული ინიციატივები გამოიჩინა და წინადადებები წარმოადგინა, რომელიც ამის მერე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით გაფორმდება.
როგორც იტყვიან, მერეზე მერე ვილაპარაკოთ. ამჯერად ამ საკონსტიტუციო განხილვებზე ჩვენი წინადადებები ხელისუფლების მხრიდან გაზიარებული არ არის. ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს შემიძლია დავარქვა ხელისუფლების მხრიდან გაუთვალისწინებლობა და საკუთარი პოზიციის ბოლომდე გატანა. რა მოხდება შემდეგ, სრული საფუძველი მაქვს იმის ვიფიქრო, რომ არაფერიც არ მოხდება, რადგან პროპორციული სისტემა 2020 წელსაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხელისუფლებამ ეს ყველაფერი დღის წესრიგიდან მოხსნა და დღეს გვპირდება, რომ ეს ყველაფერი მერე იქნება. მერეზე მერე ვილაპარაკოთ, ახლა რაც ხდება, ის უბრალოდ არ ვარგა“,- განაცხადა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ, სადაც მსჯელობენ გუშინ პარლამენტის თავმჯდომრის, ირაკლი კობახიძის მიერ შეთავაზებულ ორ საკონსტიტუციო ცვლილებაზე. ერთ-ერთი ეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვებას, ხოლო მეორე - 2024 წლის არჩევნებისთვის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


