სამართალი
ახლა პენიტენციურ სისტემაში წამების პრევენციის კუთხით ვითარება ნამდვილად გაუმჯობესებულია - ნინო ლომჯარია
სამწუხაროდ, საქართველოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით, ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს, მათ შორის, როგორც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დაექვემდებარა წამებას და არასათანადო მოპყრობას, ასევე პენიტენციურ სისტემაში გვახსოვს, რომ ამ თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა გვქონდა, - განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს სახალხო დამცველი და „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ დღეს რეგიონულ კონფერენციას მართავენ, რომელზეც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმები წლიურ ანგარიშებს წარმოადგენენ.
ლომჯარიას განმარტებით, ახლა პენიტენციურ სისტემაში წამების პრევენციის კუთხით ვითარება ნამდვილად გაუმჯობესებულია, რაშიც მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახალხო დამცველის აპარატი.
"მინდა, გავიხსენო სურამის ფსიქიატრიული დაწესებულება, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობა ვნახეთ და სადაც ადამიანები მოთავსებული იყვნენ ღირსების შემლახავ პირობებში, რაც ჩემი აზრით, ნამდვილად უტოლდება წამებას. ასევე მნიშვნელოვანია, მე-7 დაწესებულება, რომელიც პირობების თვალსაზრისით ასევე ძალიან მძიმე იყო. მნიშვნელოვანია, რომ ეს დაწესებულება ძალიან მალე დაიხურება,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ გაეროს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
რაც შეეხება, უშუალოდ ღონისძიებას, როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, მონიტორინგის შედეგებზე პრეზენტაცია გაიმართება, სადაც კონკრეტულ მონაცემებზეც იმსჯელებენ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


