პოლიტიკა
ახლა ძველი სახეების წამოწევა ის მესიჯია, თუ ვინმე ნაწყენი ხართ, ახლა დაგვიჭირეთ მხარიო, და არა ის, ხელისუფლებაში გაბრუნებთო - დავით უსუფაშვილი
„ხელისუფლებაში ყოფნისას, ნეტავ, მეტი მომეხერხებინა ზოგიერთის იმ მთავარ საქმეებთან არმისაშვებად, ვინც ახლა მსაყვედურობს“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, „ქართული ოცნების“ მიერ ძველი სახეების წამოწევა რა მიზანს ემსახურება, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ „ემოციური შეძახილებითა და სადღეგრძელოებით ვერაფერს ვერ მიაღწევენ“.
„მოგვეცით კიდევ ერთი წელი და ბევრ რამეს გამოვასწორებთო, ამაში კონკრეტიკა არ ჩანს, რას გამოასწორებენ და როგორ. დიდი-დიდი, ვინმე შეცვალონ, მაგრამ ეს ხომ სისტემის შეცვლას არ ნიშნავს?! არადა, სისტემის შეცვლაა აუცილებელი. ე.წ. ძველი გვარდიიდან ოლეგ იაძე და კიდევ ვიღაცები გამოსულან და უთქვამთ, ივანიშვილთან უსუფაშვილმა დაგვბლოკაო. ჯერ ერთი, 2016 წელს სიას ვინც ადგენდა, კარგად იციან და მე არაფერ შუაში არ ვარ, და მეორე, ნეტავ, მეტი მომეხერხებინა ზოგიერთის იმ მთავარ საქმეებთან არმისაშვებად, ვინც ახლა მსაყვედურობს. თუ ახლა ამ ადამიანების დაბრუნებაზეა ლაპარაკი, ამით რა გამოვა, ცხადია. თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტია, რა კადრებით წარდგება "ქართული ოცნება", მაგრამ მინისტრებმა და ხელისუფლებამ უნდა გაითავისონ, რომ ისინი მხოლოდ პარტიის არ არიან და მათ სახელმწიფო აბარიათ. სახელმწიფო ინტერესი უნდა დააყენონ მაღლა და არა პარტიული. უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ერთპიროვნული მმართველობა უკვე დასრულებულია არა "ნაცმოძრაობის" სიძლიერის, არამედ მათივე სისუსტისა და უნიათობის გამო. რაც მთავარია, ახლა ძველი სახეების წამოწევა ის მესიჯია, თუ ვინმე ნაწყენი ხართ, ახლა დაგვიჭირეთ მხარიო, და არა ის, ხელისუფლებაში გაბრუნებთო, თუმცა ბევრმა სწორედ ასე გაიგო, ახლა ჩავდგები რიგში და იქნებ, რამე შემხვდესო“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


