პოლიტიკა
ახლა არის დიდი გადატვირთვა ქართულ პოლიტიკაში, დიდი „რესტარტი“ - დავით ზურაბიშვილი
ფაქტიურად, არჩევნების შედეგებით „ქართული ოცნების“ გარდა ყველა პოლიტიკური პარტია უკმაყოფილოა, – ასე აფასებს “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დავით ზურაბიშვილი საქართველოში 2016 წლის არჩევნების შედეგებს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახლა არის დიდი გადატვირთვა ქართულ პოლიტიკაში, დიდი „რესტარტი“.
,,არჩევნების შედეგები თითქმის ყველა პარტიისთვის, რომელიც პარლამენტში ვერ მოხვდა, ძალიან მძიმე იყო. ფაქტიურად, „ქართული ოცნების“ გარდა ყველა პოლიტიკური პარტია უკმაყოფილოა. ასეთი მძიმე მარცხის შემდეგ, ყოველთვის ხდება გადაჯგუფებები და სიახლეები, თუმცა ასეთი სიტუაცია რაც დღეს არის არ მაგონდება, ერთადერთი 1995 წელს როდესაც შევარდნაძემ და „მოქალაქეთა კავშირმა“ ყველაფერი წაიღეს, რაღაც ამის მსგავსი ხდება დღესაც.
ახლა არის დიდი გადატვირთვა ქართულ პოლიტიკაში, დიდი „რესტარტი“. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაიზრონ რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა გააკეთონ” , – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებაც“ და ბიძინა ივანიშვილიც სერიოზული ფაქტორია ქართულ პოლიტიკაში ისევე, როგორც “ნაციონალური მოძრაობა”.
„ვის ვისთან ექნება ურთიერთობა დავინახავთ, დრო გვაჩვენებს. „ქართული ოცნებაც“ და ბიძინა ივანიშვილიც ძალიან სერიოზული ფაქტორია ქართულ პოლიტიკაში. ვის როგორი დამოკიდებულება ექნება მათთან დიდწილად განსაზღვრავს პოზიციებს ყვალა საკითხთან მიმართებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია „ნაციონალური მოძრაობაც“ და მათდამი დამოკიდებულებაც ძალიან ბევრს განსაზღვრავს. არ მგონია, რომ უსუფაშვილის პარტიიდან წასვლა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით ხდებოდეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


