პოლიტიკა
ახლა არ არის გლოვისა და თავზე ნაცრის დაყრის დრო - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმის დასახვის მიზნით ფილარმონიაში, 18:00 საათისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, დღეს გადამწყვეტი პერიოდია ქვეყნისთვის და სწორედ ახლა მოქმედების დროა.
„18:00 საათზე, თბილისის დროით, ვიკრიბებით ფილარმონიაში. მე მინდა, ვუთხრა ხალხს, ახლა არ არის გლოვისა და თავზე ნაცრის დაყრის დრო. ახლა არის ორგანიზებისა და ბრძოლის გაგრძელებისა და უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს, ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არა მხოლოდ ხელების ჩამოშვების დრო არ არის, დგება გადამწყვეტი პერიოდი. 18:00 საათზე ფილარმონიაში გაერთიანებული ოპოზიცია იმსჯელებს, მეც შემოგიერთდებით სკაიპით, ჯერჯერობით, და ზუსტად გავწეროთ ყველამ ერთად, მოვიფიქროთ, სად მივდივართ შემდეგ ეტაპზე,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები 18:00 საათზე ფილარმონიაში მხარდამჭერებს ხვდებიან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


