პოლიტიკა
ახალი ვანო ჩხარტიშვილი 20-25 წლის შემდეგ ამ დაგროვებული პენსიის გარეშე დატოვებს საქართველოს მოსახლეობას - ალეკო ელისაშვილი
როგორც წლების წინ ვანო ჩხარტიშვილმა ჩვენი ბებიები და ბაბუები დატოვა ანაბრების გარეშე, ზუსტად ასე „ ქართულ ოცნებაში" ახლა გამოჩნდება ახალი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც 20-25 წლის შემდეგ ამ დაგროვებული პენსიის გარეშე დატოვებს საქართველოს მოსახლეობას, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა, რომელიც საპენსიო რეფორმას მძარცველურ და თაღლითურ სქემად აფასებს.
„არანაირი კავშირი ამას საპენსიო რეფორმასთან არა აქვს. ეს არის ჩვეულებრივი მძარცველური სქემა, რომლის მიზანია ამ გაღატაკებული ქვეყნიდან და ამ ქვეყნის ღატაკი მოსახლეობის ჯიბეებიდან ამოიღონ დამატებით ფული. ჩვენ დეტალურად ვსწავლობდით ამ სქემას მის ამოქმედებამდე, და, სამწუხაროდ, ვართ ღრმად დარწმუნებულები, რომ ეს სქემა იმდენად ბუნდოვანი და საეჭვოა, რომ როგორც წლების წინ ვანო ჩხარტიშვილმა ჩვენი ბებიები და ბაბუები დატოვა ანაბრების გარეშე, ზუსტად ასე "ქართულ ოცნებაში" ახლა გამოჩნდება ახალი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც 20-25 წლის შემდეგ ამ დაგროვებული პენსიის გარეშე დატოვებს საქართველოს მოსახლეობას. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ, ყაჩაღობის და ძარცვის სისტემის გარდა. თუკი ოდნავ ადეკვატურობა მაინც შერჩენია ხელისუფლებას, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ამ პროცესის შეჩერება, ადეკვატური მსჯელობის გამართვა და შემდეგ მოსახლეობისთვის ნორმალური სისტემის შეთავაზება", - განაცხადა ელისაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


