პოლიტიკა
ახალი სავიზო ცენტრი, იმედია, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა სავიზო, საკონსულო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას - ზურაბ აბაშიძე
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნა სავიზო და საკონსულო მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.
„ყველა დეტალი არ ვიცი ამასთან დაკავშირებით. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ სირთულეები იყო აშკარად. მხედველობაში მაქვს შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია, სადაც ჩვენი და სხვა ქვეყნების მოქალაქეები საკონსულო მომსახურებით სარგებლობდნენ. ეს ახალი სავიზო ცენტრი, იმედია, ხელს შეუწყობს ამ პრობლემების მოგვარებას და მოქალაქეთა სავიზო, საკონსულო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას“, – უთხრა აბაშიძემ პირველ არხს.
ხვალ თბილისში რუსული ვიზების ცენტრი გაიხსნება, რომელიც ბესიკის ქუჩა N4-ში, „ბიზნეს ცენტრი ბესიკზე“ შენობაში განთავსდება. მისი მიზანი საქართველოს მოქალაქეებისთვის დოკუმენტების გაფორმების პროცედურის დაჩქარებაა.
ცენტრი მოქალაქეებისგან ვიზის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტებს მიიღებს, შეაგროვებს და სექციაში ჩააბარებს, სადაც უკვე მიიღებენ ვიზის გაცემის გადაწყვეტილებას. ცენტრის გახსნით საქართველოს მოქალაქეები ვიზის მიღებას შუამავლების გარეშე შეძლებენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


