სამართალი
„ახალი საქართველო“ დავით ნარმანიას 5 მილიონ 100 ათასი ლარის მითვისებაში ადანაშაულებს
მოძრაობა „ახალი საქართველო“, დედაქალაქის მერიას და უშუალოდ მერს, დავით ნარმანიას, ბიუჯეტიდან 5 მილიონ 100 ათასი ლარის მითვისებაში ადანაშაულებს.
როგორც საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მოძრაობას კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა „ექსელის ფაილები“, სადაც მოცემულია ციფრები, თუ რამდენი ფული დახარჯა მერიამ მეტროს ვაგონების შეკეთებაზე.
ვაშაძემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 7 მილიონ 499 ათასს შეადგენს, მაშინ როდესაც რეალურად მერიამ 3 მილიონ 100 ათასი ლარი დახარჯა.
„კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა „ექსელის ფაილები“, სადაც კონკრეტულად არის მითითებული, თუ რა არის რეალური ღირებულება იმ შეკეთებული ვაგონების, რომლითაც ასე იწონებს თავს ქალაქ თბილისის მერია. ამ ფაილებიდან ირკვევა, რომ ამ ორი ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, რაშიც მერიამ გადაიხადა 7 მილიონ 499 ათასი ლარი, რეალურად არის 3 მილიონ 100 ათასი ლარი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოძრაობა მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს აღძრას სისხლის სამართლის საქმე, ბიუჯეტის სახსრები მითვისებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ვაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა უშუალოდ საქმეს დავით ნარმანიას წინააღმდეგ აღძრავს, რადგან მისი თქმით, ეს უშუალოდ ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხია.
„კონფიდენციალურმა წყარომ მასალები მოგვაწოდა უშუალოდ იმ კომპანიიდან, ვისაც გაუფორმა ხელშეკრულება ქალაქ თბილისის მერიამ. ეს არის აბსოლუტურად სარწმუნო წყაროები. მოვითხოვთ, დაუწყოვნებლივ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, აღძრან სისხლის სამართლის საქმე მასშტაბური საბიუჯეტო სახსრების მითვისებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება 5 მილიონ 178 ათას ლარს, მხოლოდ ამ ორი ხელშეკრულებიდან, რომელიც მიითვისა ქალაქ თბილისის მერიამ. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა, ამ შემთხვევაში საქმეს აღძრავს პირადად დავით ნარმანიაზე, მასშტაბური თანხების მითვისებასთან დაკავშირებით. ეს არის მისი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი“,-აღნიშნა ვაშაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


