საზოგადოება
ახალი ქართული ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარი 120 მმ მობილური ნაღმმტყორცნის მოდულით ექსპორტზე გადის
სამხედრო ტექნიკის საერთაშორისო ბაზარზე აქტიური მუშაობის შედეგად სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულებით ახალი ქართული ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარი 120 მმ მობილური ნაღმმტყორცნის მოდულით ექსპორტზე გავა.
რამდენიმე ათეული მილიონის ღირებულების 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით აღჭურვილი ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ პირველი პარტია ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანის შეიარაღებულ ძალებს მიეწოდება.
თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით 2018 წელს სსსტც „დელტას“ სპეციალისტების მიერ ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარის“ ბაზაზე 120 მმ კალიბრიანი მობილური ნაღმმტყორცნის პროტოტიპი დამზადდა, რომლის პირველი საჯარო ჩვენება საერთაშორისო სამხედრო გამოფენა IDEX 2019 ზე გაიმართა. 120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნით აღჭურვილი „მეომარის“ დანიშნულებაა ბრიგადის ზომის შენაერთის ან ბატალიონის ზომის ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერა. შეჯავშნული პლატფორმის, მობილურობის მაღალი მაჩვენებლების და საბრძოლო პოზიციის დაკავება-დატოვებისთვის საჭირო უმცირესი დროის გათვალისწინებით მანქანა შესაძლებელია გამოყენებული იქნას მექანიზირებული ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერისთვის სამანევრო ოპერაციებში. პოტენციური შემკვეთის სურვილის მიხედვით საბრძოლო მანქანის დაკომპლექტება შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის შიდა და გარე კავშირის რადიოსადგურებით, გლობალური ნავიგაციის სისტემით, ინერციული ნავიგაცია-პოზიციონირების სისტემით (GPS/INS), კონსტრუქციაში ჩაშენებული ან სწრაფმოხსნადი ცეცხლის მართვის სისტემებით (MFCS), ბრძოლის ველის საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის მართვის, კავშირის და ინფორმაციის გაცვლის C2/C3/C4/C4i სისტემებით.
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


