პოლიტიკა
ახალი კონსტიტუცია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯია - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კონსტიტუცია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯია.
„ყველაზე დიდი ნაბიჯი, რაც გადაიდგა ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით, არის ჩვენი ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც პარლამენტმა სამი მოსმენით უყარა კენჭი და რომელიც, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ და დადებით ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესებისკენ, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე.
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით გაიარა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების სამწლიანის ციკლი. მისი თქმით, საქართველომ პროგრესი განიცადა მედიათავისუფლებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მიმართულებით.
„ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია, ის ქართველი ხალხის ნებას ეფუძნება. ჩვენ გვჯერა, რომ ზემომოხსენებული მრავალი საერთო გამოწვევის წინაშე გამკლავება შესაძლებელია, უპირველეს ყოვლისა, თუ ჩვენ იმ საერთო ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული ვიქნებით, რომლებიც ემსახურება ევროატლანტიკურ სივრცესა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.
ამისათვის საქართველო ბევრ შიდა რეფორმას ახორციელებს. რეფორმები, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის განხორციელებაც, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტიდან ტრანსფორმირდა შიდა პოლიტიკურ პრიორიტეტებში. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ სამწლიანი ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც კომპლექსურ პოლიტიკურ, სექტორალურ და სავაჭრო სფეროს რეფორმებს გულისხმობდა და გადავდივართ ახალ სამწლიან გეგმაზე, რომელიც კიდევ უფრო ამბიციურია ამ თვალსაზრისით.
ჩვენ განსაკუთრებული პროგრესი გვაქვს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუტების - მედიათავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლოს - გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლა. მედიათავისუფლების კუთხით, მაგალითად, 2012 წელთან შედარებით, 37 პოზიციით გავიუმჯობესეთ საერთაშორისო პოზიცია, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ორგანიზაციის შეფასების შესაბამისად. „ჰერიტიჯის ფონდის“ კორუფციისგან თავისუფლების კატეგორიაში საქართველოს პოზიციები, 2012 წელთან შედარებით, 38 ადგილით გაუმჯობესდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ჩვენი პოზიციები 28 პუნქტით გაუმჯობესდა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


