პოლიტიკა
ახალი კონსტიტუცია გამორიცხავს მხოლოდ ერთი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობას - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი კონსტიტუციით გადაუნაწილებელი მანდატების მიკუთვნება არჩევნებში მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის არის ბონუსის სისტემა.
კობახიძის განმარტებით, „ბონუსის“ მოცულობა ბოლო ხუთი არჩევნების მიხედვით, საშუალოდ 5% იქნებოდა, ხოლო ბოლო ოთხი არჩევნების მიხედვით - 3.1%. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ბონუსი 8%-ს შეადგენდა.
კობახიძის თქმით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება განპირობებულია იმით, რომ ეს აპრობირებული პრაქტიკაა ევროკავშირის ქვეყნებშიც. მისი თქმით, 5%-იანი ბარიერი პროპორციული სისტემის სტაბილურობის ერთ-ერთი ფაქტორი იქნება.
როგორც კობახიძემ ქუთაისში კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვის გახსნით შეხვედრაზე განაცხადა, ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული საარჩევნო სისტემა გამორიცხავს მხოლოდ ერთი პარტიის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


