პოლიტიკა
ახალი კონსტიტუცია არაა მორგებული მმართველი ძალის ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა შეაჯამა. მისი შეფასებით, პირველად ქვეყნის ისტორიაში, კონსტიტუცია არაა მორგებული ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს.
„პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში ხდება ის, რომ მმართველი ძალა არ ცვლის კონსტიტუაციას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და ამას არ აკეთებს, ასე ვთქვათ, საკუთარი სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე“, - განაცხადა კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომის გახსნაზე.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ისეთი ცვლილებებია შეტანილი, რომელიც მმართველი ძალის ინტერესებს ეწინააღმდეგება, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ წესზე სრულად გადასვლა. კობახიძის თქმით, მმართველმა ძალამ უარი თქვა შესაძლებლობაზე, ხელახლა მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა.
შეგახსენებთ, დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 4-თვიან მუშაობას ასრულებს. გაერთიანებულ სხდომაზე ცვლილებების პროექტს უყრიან კენჭს. ამის შემდეგ განახლებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. ერთი თვის განმავლობაში გაიმართება საყოველთაო სახალხო განხილვები.
კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია. სხდომა დატოვა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ.
კომისიის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


