უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 დეკემბერი, 2018 11:10
font-size

ახალი კანონით არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან ვიცავთ - ნათია მეზვრიშვილი

ახალი კანონით არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან ვიცავთ, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს და რომელიც პარლამენტმა 30 ნოემბერს მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.

„მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ეს კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა, გაჩნდა გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით, რეალურად, რა კანონპროექტთან გვქონდა საქმე. მოვისმინეთ ისიც, რომ თითქოს რაღაცის ლეგალიზაციასაც ვახდენდით ან მთავრობა ისევ კულტივაციის თემას დაუბრუნდა, რაც რეალობას არ შეესაბამება. ეს გახლავთ მოხმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარების საკითხებს აქცევს მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში და პირდაპირ გვეუბნება, სად არის აკრძალული მარიხუანას მოხმარება. პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით კანონი უკვე მივიღეთ. ახლა გარკვეული პროცედურები არსებობს – პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ უნდა გამოქვეყნდეს. ამისთვის პრეზიდენტს კანონით 10-დღიანი ვადა აქვს და გამოქვეყნებისთანავე ეს კანონი შევა ძალაში“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ „იმედის“ ეთერში.
ნათია მეზვრიშვილმა ახალ კანონთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

„შევეცდები, ძალიან დეტალურად ავხსნა, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი იყოს, რაზეა საუბარი და რეალურად რა იკრძალება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ეთერს უყურებენ მშობლები, დედები, მამები, შვილები პედაგოგები, ვისთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგულაციები იცოდნენ და უბრალოდ ის ადამიანები, ვისაც ამ საკითხის მიმართ ინტერესი გააჩნიათ.

რაც მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარია, ამ კანონით ჩვენ ვიცავთ არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან. ამ კანონით, მარიხუანას მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილზე. იკრძალება საჯარო სივრცეში, იკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, იკრძალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და კიდევ სხვა მრავალ შემთხვევაში.

ჩვენ ამ კანონით ვკრძალავთ არასრულწლოვნების მიერ არა მხოლოდ მოხმარებას, არამედ არასრულწლოვნების თანდასწრებით მოხმარებას, აკრძალულია საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საუბარია ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე – სკოლაზე, ბაღებზე. ასევე, აკრძალულია არასრულწლოვნების არა მხოლოდ თანდასწრებით, არამედ იმ ადგილისგან 150 მეტრის რადიუსის მოშორებით და იმ სივრცეში, სადაც არასრულწლოვნები ფიზიკურად იმყოფებიან. რეალურად, ჩვენ ამით არა მარტო არასრულწლოვნებს ვიცავთ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან, არამედ გავითვალისწინეთ სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაც, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების, მათ შორის ბევრი ევროპული ქვეყნების პრაქტიკაც.

21 წლამდე ასაკის პირები მარიხუანას ვერ მოიხმარენ, ეს დაისჯება ადმინისტრაციული წესით. 21 წლამდე ასაკის პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების, იგულისხმება ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, დაისჯება სისხლის სამართლის წესით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი