პოლიტიკა
ახალი ბილბორდებზე პარტიის ლიდერები ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ გუნდი არის ერთიანი - ეკა ბესელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განმარტებით, წინასაარჩევნო ბილბორდებზე საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მაგივრად „ქართული ოცნების“ ლიდერების ფოტოების განთავსება მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი გუნდი და სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც არიან ერთიანი.
„ამომრჩევლისთვის ახალი ბილბორდების ახალი გზავნილი არის, რომ „ქართული ოცნება“ და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც ერთიანია. ეს არის ერთიანობის ხაზგასმა, რათა მოხდეს ყველა იმ ამომრჩევლის მობილიზება, რომელიც პირველ ტურზე სხვადასხვა მიზეზი გამო, ვერ ან არ მოვიდა. შეიძლება, ნაწილმა მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია. შესაძლოა, გარკვეულწილად ჩვენი ამომრჩევლისთვის ამ ერთიანობის დემონსტრირებას სხვადასხვა ფორმით აქ ჰქონდეს მნიშვნელობა.
პოლიტიკური მეთოდები, სარეკლამო მეთოდები, რომელიც გამოხატავს გზავნილსა და სათქმელს, გადმოტანილია ამ ბილბორდებზე. ბანერებზე არის პარტიის თავმჯდომარე, არის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ანუ ის პირები, რომლებიც ჩვენს ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ ეს არის ძალიან პრინციპული არჩევანი და გუნდი არის ერთიანი.
აქვე მინდა დავამატო, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არსად არ გადამალულა. მისი ძალიან ლამაზი ბილბორდები არის სხვადასხვა ადგილას. არ ვიცი, რატომ გაჩნდა ეს განცდა, თითქოს გადაიმალა“, – განაცხადა ბესელიამ.
„ქართულ ოცნებაში“ წინასაარჩევნო ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის მაგივრად მმართველი გუნდის ლიდერების სურათების განთავსებას არჩევნების მეორე ტურში „ქართულ ოცნების“ ახალი სტრატეგიით ახსნეს.
გუშინ დილას ახალი წინასაარჩევნო ბილბორდები გაჩნდა, რომლებზეც სალომე ზურაბიშვილის მაგივრად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ფოტოებია განთავსებული. ამან სოციალურ ქსელში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


