უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 თებერვალი, 2019 17:27
font-size

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოქალაქეებს საჩუქარად გადასცა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების თარიღთან დაკავშირებით, მოქალაქეებს საჩუქარად მოქმედი კონსტიტუცია გადასცეს.

ორგანიზაციამ კამპანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ფარგლებში ჩაატარა და მოქალაქეებს კონსტიტუცია, სიმბოლურად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის წინ დაურიგდათ, სადაც 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ეფუძნება საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას. ამასთან, ორგანიზაციამ ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ხაზი გაუსვა კონსტიტუციურ ტრადიციებს საქართველოში და მოქალაქეებს გააცნო მოქმედი კონსტიტუციის ახალი რეგულაციები.

1921 წლის 21 თებერვალს საქარველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს ისტორიაში პირველი კონსტიტუცია მიიღო. კონსტიტუცია აწესრიგებდა ისეთ უფლებებს, რომლებიც, იმდროინდელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვისაც კი საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენდადა. პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღება კიდევ ერთ გამორჩეულ გარემოებსთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, იგი მიღებული და გამოქვეყნებული იქნა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარებს შორის შეტაკების პირობებში. ამ ვითარებაში, კონსტიტუციის მიღებასა და გამოქვეყნებას საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. კონსტიტუციით გაცხადებული იქნა საქართველოს მთავრობისა და დამფუძნებელი კრების პოლიტიკური ნება, თუ რას ეფუძნებოდა ქვეყნის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, საარჩევნო სისტემა და თავდაცვისუნარიანობა.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამოქალაქო ცნობიერების კამპანია დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში ჩაატარეს. ორგანიზაციამ თავის საქმიანობაში, 2019 წელი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების წლად გამოაცხადა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი