უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 ივლისი, 2017 16:45
font-size

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ჩართულობის შედეგად, უვადო პატიმრობაში ქართველ სამხედროს სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულების თანახმად, შეწყალების აქტი უვადო პატიმრობაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, გივი დუმბაძესაც შეეხო, რომლის საქმეზეც, ორგანიზაციამ სპეციალური კვლევა მოამზადა და სამოქალაქო ადვოკატირების პროცესი დაიწყო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით, გივი დუმბაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა. თავისუფლების აღკვეთის ვადად განისაზღვრა 15 წელი, ხოლო პატიმრობაში ყოფნის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წელი. ამ თვალსაზრისით, გივი დუმბაძემ სასჯელის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება მომდევნო 6 წლის განმავლობაში უნდა დატოვოს. ორგანიზაცია გივი დუმბაძის შეწყალების ფაქტს მნიშვნელოვან წარმატებულ გადაწყვეტილება აფასებს და გააგრძელებს მუშაობას გივი დუმბაძის უკანონო მსჯავრდების სრული გადახედვისთვის. ამასთან, ორგანიზაცია დეტალურად შეისწვალის, თუ რა საფუძვლებით არ მოხდა გივი დუმბაძის შეწყალება სრული მოცულობით და შეწყალების კომისიასთან გააგრძელებს ინსტიტუციურ დიალოგს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის აგვისტოში უვადო მსჯავრდებულის, გივი დუმბაძის საქმეზე სპეციალური კვლევა გამოაქვეყნეს, ხოლო 2015 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართეს, პოლიტიკური ნიშნით მჯავრდებული გივი დუმბაძის საქმე გადახედილიყო და ქართელ სამხედროს შეწყალების აქტი შეხებოდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, გივი დუმბაძის საქმე, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ტოვებს აშკარა შთაბეჭდილებას, რომ გივი დუმბაძის მიმართ, პოლიტიკური მოსაზრებით, განხორციელებულია იძულება, დევნა და დღემდე იმყოფება უკანონო პატიმრობაში. გივი დუმბაძე წარმოადგენს 2003-2012 წლების მმართველობის მსხვერპლს, ვინაიდან სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, მისი საქმე ექვემდებარება სრულ გადახედვას, რომელიც პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულებით, მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა და საქმის მასალები საჭიროებს კვლავ სიღრმისეულ შესწავლას, ვინაიდან უნდა დადგინდეს საქმეში არსებული ნამდვილი და ფალსიფიცირებული მტკიცებულებები. ოფიციალური ვერსიით, გივი დუმბაძე, 2008 წელს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, მაშინდელი სოდ-ის თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში შემოტანის მუხლით გაასამართლეს. სინამდვილეში, გივი დუმბაძე თურქეთში იმყოფებოდა დასაქმებული ოჯახის წევრების - დისა და სიძის მიმართ საზაფხულო ტანისამოსის მიწოდებისთვის. დაკავების რეალური მიზეზი მდგომარეობდა გივი დუმბაძის მიერ გენერალ რომან დუმბაძის ლიკვიდაციის დავალებაზე უარის გამო, სასამართლო სხდომები გამოყენებულ იქნა აღნიშნული დავალების სისრულეში მოყვანაზე თანხმობის მისაღებად, რაზედაც გივი დუმბაძე, მუდმივად უარს აცხადებდა. გივი დუმბაძემ უარი განაცხადა მოსკოვში წასვლაზეც და რომან დუმბაძის ჯერ თვალთვალზე, შემდეგ ლიკვიდაციაზე. შესაბამისად, წინა ხელისუფლების საგამოძიებო უწყებების მხრიდან და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ფაქტი, რომ გივი დუმბაძის დაკავება და უკანონო მსჯავრდება მოხდა წინა ხელისუფლების პარტიული ინტერესების შეუსრულებლობისა და უგულვებელყოფის გამო, ადასტურებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2014 წლის თებერვალში გამოაქვეყნებული დასკვნაც. გივი დუმბაძის საქმე შესულია პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებით წარმოდგენილ 32-წევრიან სიაშიც. ყველა ჩვენება, რომელიც გივი დუმბაძის მიერ დაკავების მომენტში, სასამართლო სხდომებსა თუ სამართალწარმოების სტადიაზეა მოცემული, სინამდვილესთან არავითარი შემხებლობა არ გააჩნია, ვინაიდან 2008-2012 წლებში, არსებობდა მისი და მისი ოჯახის წარმომადგენელთა ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხე.

„ახალგარზდა ადვოკატების“ შეფასებით, შეუძლებელია გივი დუმბაძის თავისუფლების აღკვეთა მიჩნეულ იქნეს კანონიერ საპატიმრო ვადად. ორგანიზაციის ასეთი პოზიცია, აგრეთვე დამყარებულია გივი დუმბაძესთან 2015 წლის 13 აგვისტოს შეხვედრაზე საქმეზე მიღებული ინფორმაციის ანალიზთანაც. შესაბამისად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გივი დუმბაძის საქმე უნდა დაექვემდევაროს დაუყოვნებლივ სრულ გადახედვას და სახელმწიფოს შესაბამისმა ინსტიტუციებმა მომავალში მიიღონ რეალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონიერი გადაწყვეტილება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გააგრძელებს გივი დუმბაძის საქმეზე მუშაობას და საზოგადოებას მომავალშიც მიაწვდის ინფორმაციას საქმეზე განხორციელებული მოქმედებების შესახებ, საქმეზე მომზადებული კვლევის გაცნობა კი, საზოგადოებას ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე შეუძლიათ.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი