უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 ნოემბერი, 2018 15:25
font-size

„ახალგაზრდა ადვოკატები“ - სასამართლომ „მიკროკრედიტს“ თამასუქარის სასარგებლოდ 80000 აშშ დოლარი და ყოველთვიური სარგებლის გადახდა დააკისრა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ჩართულობით, ს.ს. „მიკროკრედიტი“ შეუსრულებელი ვალდებულების გამო, თამასუქარ მ. ძ.-ს 80000 აშშ დოლარს და 2017 წლის 18 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიური სარგებლის სახით, 968 აშშ დოლარს გადაუხდის.

აღნიშნული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა მ. ძ.-ს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და ამასთან, კანონიერ ძალაში დარჩა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასვისებისა და იპოთეკით დატვირთვის თაობაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაც. ამასთან, დაკმაყოფილდა მხარის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. ს.ს. „მიკროკრედიტს“ დაეკისრა სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯის გადახდაც.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 მარტს, მ. ძ.-სა და სს „მიკროკრედიტს“ შორის დაიდო პროცენტიანი მარტივი ,,სოლო“ - თამასუქის შეძენის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „ინდოსანტმა" - ს.ს. „მიკროკრედიტმა" მიიღო თანხა 80 000 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება 18 თვის შემდეგ ანუ 2018 წლის 16 სექტემბერს გადაეხადა აღნიშნული თანხა. პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის“ ხელშეკრულება იყო პროცენტი - წლიური 15% სარგებლის დარიცხვით, რომელიც სს ,,მიკროკრედიტს“ მ. ძ.-სთვის უნდა გადაეხადა ყოველთვიურად. ხელშეკრულებით მხარეთა შორის არსებობდა სპეციალური დათქმა. კერძოდ, თამასუქი იყო ბლოკირებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა გასხვისებას, დაბრუნებას/განაღდებას და სხვა ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებას. 2017 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 17 ნოემბრამდე, ს.ს. „მიკროკრედიტი“ ყოველთვიურად იხდიდა საპროცენტო სარგებელს, თუმცა თამასუქის ემიტენტმა 2017 წლის დეკემბრიდან შეწყვიტა ყოველთვიური სარგებლის გაცემა.

ორგანიზაციის ჩართულობით, სასამართლოში წარდგენილი სარჩელით აღინიშნა, რომ სს ,,მიკროკრედიტი“ თავს არიდებდა და არ ახდენდა ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას. მის წინააღმდეგ არსებული სასამართლო დავების სიმრავლე და კომპანიასთან შეხვედრების დროს მიღებული ინფორმაცია მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ქმნიდა საფუძვლიან ვარაუდს, რომ კომპანია ვერც მომავალში უზრუნველყოფდა ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად, მოთხოვნა დაეფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 367-ე მუხლის პრინციპებს, რა დროსაც, თუ ვალდებულების შესრულებისათვის მოვალის სასარგებლოდ დადგენილია რაიმე ვადა, კრედიტორს შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს შესრულება, თუკი მოვალე გადახდისუუნარო გახდა, ან შეპირებული უზრუნველყოფა შეამცირა, ანდა იგი საერთოდ ვერ წარმოადგინა.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად, გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო მითითებული ნორმა, ვინაიდან აღნიშნული დანაწესი იყო ზოგადი ხასიათის. კანონმდებლის მიერ კი ცალკე კანონის მიღებით მოხდა თამასუქთან დაკავშირებული მოთხოვნების დარეგულირება. შესაბამისად, სწორედ „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა მიჩნეულიყო იმ სპეციალურ კანონად, რომელიც დაარეგულირებდა თამასუქთან დაკავშირებულ დავებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი სპეციალურ კანონსა და ზოგად დანაწესს შორის წარმოიშვებოდა კონკურენცია, სასამართლოს სწორედ სპეციალური კანონი უნდა გამოეყენებინა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და აღნიშნა, რომ ს.ს. „მიკროკრედიტს“ მ.ძ.-ს მიმართ, ვალდებულება არც 2018 წლის 17 სექტემბრიდან გააჩნდა შესრულებული, როდესაც თამასუქის ხელშეკრულება აღარ იყო ბლოკირებული, ექვემდებარებოდა გაცემას და კომპანია თანხის დაბრუნების მოთხოვნის დროს მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად. შესაბამისად, მ.ძ.-ს სააპელაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. კომპანიას, აგრეთვე დაეკისრა სასამართლო და სასამართლოს ხარჯების 3136 ლარის გადახდაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე ქეთევან დუგლაძემ (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ბესარიონ ტაბაღუამ და დიანა ბერეკაშვილმა განიხილეს. მ.ძ.-ს ინტერესები ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი