უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

31 ივლისი, 2017 15:25
font-size

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საგამოძიებო უწყებისგან „ლაზიკა კაპიტალის“ საქმის ტერიტორიულ ორგანოში დამისამართებაზე ოფიციალურ განმარტებებს მოითხოვს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მიკროსაფინასო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოების პროცესს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მიღებული ბოლო გადაწყვეტილებები, უფრო მეტად ამძაფრებს კითხვებს გამოძიების მიკერძოებისა და არაორგანიზებულობის თაობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მხრიდან კვლევის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო პრეზენტაციის შემდეგ, მხარისთვის ცნობილი ხდება, რომ საქმე კვლავ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამმართველოში დამისამართდა. საქმეს კვლავ იძიებს ლაშა ყოლბაია, ხოლო ზედამხედველი პროკურორი კვლავ მირანდა წერეთელია. იქედან გამომდინარე, რომ ბატონი ლაშა ყოლბაია და ქალბატონი მირანდა წერეთელი, ერთხელ უკვე მონაწილეობდნენ აღნიშნული საქმის საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში, მხარეს გააჩნდა მათ მიმართ დასაბუთებული სამართლებრივი პრეტენზიები საქმის მიკერძოებით წარმართვასთან დაკავშირებით, ამ დასაბუთებების საფუძველზე, საქმე აცილებულ იქნა და გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, დღეს საქმის ხელმეორედ დაბრუნება ტერიტორიულ ორგანოში და მასზე კვლავ ზ/აღნიშნული გამომძიებლისა და ზემდგომი პროკურორის დანიშნვა, მნიშვნელოვნად არღვევს საქმეზე სანდო საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისა და მიუმხრობელი გამოძიების პრინციპებს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საგამოძიებო უწყებას ოფიციალური წერილით უკვე მიმართა და საქმის ტერიტორიულ ორგანოში ხელმეორედ დაბრუნების ფაქტზე სამართლებრივი დასაბუთება მოითხოვა, თუმცა ორგანიზაციას მოცემულ ეტაპზე, გამოხმაურება არ მიუღია. ამასთან, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებსა და საზედამხედველო უფლებამოსილებას ამჟამად ის პირები ახორციელებენ, რომელთა მიმართაც, კომპანიის პრეტენზიებს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია იძიებს. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 12 ივლისის კიდევ ერთი წერილის თანახმად, „საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები ქ. ზუგდიდის მერიიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოდან და სხვა უწყებებიდან გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია. საქმეზე დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირი ცნობილი არ არის. გამოძიება გრძელდება“, თუმცა კომპანიისთვის გაუგებარი რჩება, რა შემხებლობაშია საგამოძიებო უწყების მხრიდან დასახელებული სტრუქტურებიდან დაკითხული პირები საქმესთან და რა მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაცია იქნა გამოთხოვილი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისს მხრიდან, არ არსებობს დამაჯერებელი ერთი არგუმენტი, თუ რატომ ფერხდება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, ვინ მოქმედებს ბიზნესის წინააღმდეგ და მფარველობენ თუ არა საჯარო მოხელეები კომპანიის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან შესაძლო დაკავშირებულ პირებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებისა და კომპანიის დაზარალებულად ცნობისთვის, გამოძიებას საკმარისზე მეტი მტკიცებულება გააჩნია. ამასთან, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოკვეთილია იმ პირთა სავარაუდო წერეც, რომელთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ფინანსური დანაშაულის ჩადენისას იკვეთება.

ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ ფინანსური დანაშაულის საქმეში 2013 წელს, ახალაღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოება გახდა 2008 წლის 26 დეკემბრის, 2009 წლის 1 ოქტომბრის, 2010 წლის 15 თებერვლის, 10 მარტის, 11 ივნისის, 3, 4 და 24 აგვისტოს სამსახურეობრივი ელექტრონული მიმოწერის შინაარსი, რაც კომპანიისთვის ტოვებდა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ იმჟამად ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ფლობდა ინფორმაციას და ასევე, დაკავშირებული იყო კომპანიაში ჩადენილ ფინანსურ დანაშაულთან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინებაში ვკითხულობთ: „სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მოწმის სახით დაკითხვისას და სხვა მასალათა ერთობლიობით არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ სესხის ოფიცერს სოსო ზარქუას და სს ,, ლაზიკა კაპიტალის’’ ოპერაციების მენეჯერს ე. ც.-ს შორის 2008-2010 წლებში არსებობდა საბანკო-შიდა ქსელური დანაშაულებრივი მიმოწერები“.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე კვლევა 2017 წლის ივნისში გამოაქვეყნა. კვლევა მიწოდებულ იქნა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ, გაიგზვანა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის მიმართ. მომზადდა სარეკომენდაციო წინადადებები, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საქმეზე აგრძელებს მონიტორინგს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან სამართალწამოების შესახებ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი