უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 აპრილი, 2017 17:15
font-size

„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე ეკონომიკის სამინისტროს მოქმედებების შეფასებას მოითხოვს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, სამართლიანობის აღდგენის პროცესში არსებული გახმაურებული საქმეების მიმართ, მთავრობის სამინისტროების მოქმედებებისა და პასუხისმგებლობის საკითხის დასმას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომის ფორმატში მოითხოვს. ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ წერილით მმართველი პარტიის პოლიტიკურ საბჭოს უკვე მიმართა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სისტემური დანაშაულებების პროცესში ჩადენილი უკანონო მოქმედებების აღმოფხვრა სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა.

,,წარსულში საკუთრების უფლების შელახვისა და ქონებების დათმობის სამართალწარმოების პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდდნენ სხვადასხვა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. დღეს ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე მოპასუხე მხარეს კვლავ აღნიშნული სამინისტროები წარმოადგენენ, მათი მიდგომები და იურიდიული პოზიციები კი პირდაპირ ეწინააღდმეგება მმართველი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამით მოსახლეობის მიმართ აღიარებულ ვალდებულებებს და პოლიტიკურ ნებას სამართლიანობის აღდგენის პროცესის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მოითხოვს, ამ თვალსაზრისით, მმართველი პოლიტიკური პარტია დაინტერესდეს, თუ რა პოზიციები უჭირავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელის მოქმედებებიც პოლიტიკური საბოტაჟის ნიშნებს ატარებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მმართველი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური საბჭოს განხილვის საგანი უნდა გახდეს მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მინისტრ გიორგი გახარიას და სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელთა პოზიციები. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პოლიტიკური საბჭოს განხილვის საგანი უნდა გახდეს, რატომ არ სრულდება საქმეზე საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სამინისტროს მიმართ გაცემული მითითებები და საქმეში წარმოდგენილი მორიგების აქტის პროექტი. როლანდ ბლადაძემ სამართლებრივი მოქმედებებით სამინისტროსთან ვერც შეხვედრას მიაღწია და ვერც საკითხის გარკვევას, რატომ ილახება ადამიანის უფლებები წართმეული ქონების დაბრუნებაზე, რა პოლიტიკური მოსაზრებით არ ხდება სამინისტროს მზადყოფნა აღსრულდეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლითაც ქონება როლანდ ბლადაძის ოჯახს უნდა დაბრუნებოდა, რა მოსაზრებებით არ წარმართავს მოლაპარაკებას სამინისტრო დავის კიდევ ერთ მხარესთან - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან და მხედველობაში არ იღებს გარემოებას, როდესაც ბატონი გიორგი პაპუაშვილი და ბატონი როლანდ ბლადაძე, ერთობლივად და ცალკ-ცალკე, გამოთქვამენ ფაქტობრივ მზადყოფანს არსებულ საქმეზე საერთო ინტერესების მქონე გადაწყვეტილების მისაღებად.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქმეზე დასაძლევია პოლიტიკური კონტექსტი, რომლითაც მიზანმიმართულად ილახება ყველა მხარის საჯარო და კერძო ინტერესი, საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე, სამინისტროს და მინისტრის არაორდინალური მიდგომები, განხილულ უნდა იქნეს მმართველი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური საბჭოს ფორმატში.

ცნობისთვის: სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე 2013 წლის აპრილში, აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება’’, - ნათქვამია ,,ახალგზარდა ადვოკატების’’ განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი