უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 იანვარი, 2017 14:15
font-size

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროკურატურისგან მოსამართლე დიანა ფარქოსაძის სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის შესწავლას მოითხოვენ

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მიმართ, სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის ფაქტზე, განცხადება შეიტანეს და საქმის შესწავლა მოითხოვეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლის შემდგომ, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება კითხვები, თუ სად ცხოვრობს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე და რა ვითარებაში შეიძინა ოჯახმა ბინა თბილისში.

როგორც ცნობილია, დიანა ფარქოსაძემ განიხილა და არ დააკმაყოფილა მოქალაქე როლანდ ბლადაძის სარჩელი, რომლითაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან და საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით, სადავოა ბათუმში უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი სახლი. მოსამართლის ოჯახის მიერ შეძენილი უძრავი ქონების პერიოდი ემთხვევა პერიოდს, როდესაც დიანა ფარქოსაძე „პაპუაშვილის საქმეზე“ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. კერძოდ, დიანა ფარქოსაძემ 2016 წლის 5 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, არ დააკმაყოფილა გიორგი პაპუაშვილის საჩივარი 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე ყადაღის უზრუნველყოფის შესახებ და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, გადაგზავნილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ხოლო 2016 წლის 18 აპრილს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ როლანდ ბლადაძის განმეორებითი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე, არ დააკმაყოფილა და გიორგი პაპუაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული წერილის თანახმად, მოსამართლე დიანა ფარქოსაძეზე არ გაიცემა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის თანხა. მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის თანახმად, დიანა ფარქოსაძე რეგისტრირებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ არ არის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში მოსამართლის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის თაობაზე მითითება. ასეთი მითითება აუცილებელია, როდესაც მოსამართლე არ სარგებლობს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ბინის დაქირავების უზრუნველყოფით.

ორგანიზაცია საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს, დაიწყოს დიანა ფარქოსაძის ოჯახის მიერ შეძენილი უძრავი ქონების კანონიერების შესწავლა, შესწავლილ იქნეს მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მიერ სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტის ჩადენა და დადგინდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რა საფუძვლებით არ ანაზღაურდება დიანა ფარქოსაძის სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ორგანიზაცია პატივს სცემს მესაკუთრის უფლებებს და ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის ამონაწერის უტყუარობის პრინციპით, თუმცა იმავდროულად ხელმძღვანელობს როლანდ ბლადაძის საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესით და საზოგადოების უფლებით, ფლობდეს ინფორმაციას, გააჩნდეს ვარაუდები, ეჭვები და მიმართავდეს კანონით დადგენილ ფორმას, ასეთი ეჭვების ნამდვილობის თუ გამორიცხვის თაობაზე. ორგანიზაციის მიზანია, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელება, რომელიც იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული და პოლიტიკური გავლენებისგან ბოლომდე თავისუფალი.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მოსამართლის სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის ფაქტზე საჩივარი 2016 წლის 24 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესს საბჭოშიც შეიტანეს, თუმცა საბჭოს საქმეზე მოკვლევა ამ დრომდე არ დაუწყია. დიანა ფარქოსაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილებას 2015 წლის 1 მაისიდან ახორციელებს. მოსამართლე დანიშნულია 3–წლიანი გამოსაცდელი ვადით. სწორედ დიანა ფარქოსაძემ განიხილა როლანდ ბლადაძის სარჩელი და 2016 წლის 5 აგვისტოს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე, მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეზე სააპელაციო პალატა 2017 წლის 31 იანვარს იმსჯელებს.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი