სამართალი
„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შოთა ქადაგიძის კანდიდატურას სთავაზობს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის ვაკანტურ პოზიციაზე დასამტკიცებლად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის, უფლებადამცველის შოთა ქადაგიძის კანდიდატურას სთავაზობს. ორგანიზაციამ შოთა ქადაგიძის კანდიდატირა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 2017 წლის 11 იანვარს, ოფიციალური წესით, უკვე წარუდგინა.
როგორც „ახალგაზრდა ადვოკატებში“ აღნიშნავენ, შოთა ქადაგიძეს აქვს საერთო სასამართლოების სისტემაში საქმიანობის გამოცდილება, იცნობს სასამართლო სისტემას და აქვს ამ სისტემაში მუშაობის პრაქტიკა. 2001-2006 წლებში, საქმიანობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე. 2007-2008 წლებში, იყო საქართელოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე. 2010-2013 წლებში, საქმიანობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამივე კოლეგიის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, 2013 წლიდან - დღემდე, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და საერთო სპეციალიზაციით, პრაქტიკოსი ადვოკატი. არის არაერთი წარმატებით დასრულებული სასამართლო დავის ავტორი.
ცნობისთვის: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ვაკანტურ პოზიციაზე, შოთა ქადაგიძის კანდიდატურასთან ერთად, დასახელებულია: იგორ კოპალიანის, ამირან ზენაიშვილის, ცისმარი ონიანის, მარიამ ცისკაძისა და გრიგოლ გაგნიძის კანდიდატურები. „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარდგენის შემდგომ, შოთა ქადაგიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა კიდევ ერთმა ორგანიზაციამ - „საზოგადოებრივი დამცველი“.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


