სამართალი
„ახალგაზრდა ადვოკატები“ გიორგი პაპაუშვილს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებენ
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპაუშვილი, სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძის კანდიდატურას უწევეს ლობირებას.
როგორც კაიკაციშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პაპუაშვილი სასამართლოზე პირდაპირ თუ ირიბ ზეწოლას ახდენს.
„ვინ გახდება სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, დამოკიდებულია სასამართლოს რეალურ სურვილზე. სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის დამოკიდებულება მისი მოადგილის, ზაზა თავაძის მიმართ არასათანადო პირობებში აყენებს მეორე კანდიდატს ირინა იმერლიშვილს. მოვითხოვთ, პაპუაშვილმა შეწყვიტოს პირდაპირი თუ ირიბი ფორმით სასამართლოზე ზეწოლა. პაპუაშვილი უნდა ემზადებოდეს პასუხისმგებლობისთვის იმ ფაქტების გამო, რასაც მისი თავმჯდომარეობის დროს ჰქონდა ადგილი და არა კადრების შერჩევისთვის“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


