პოლიტიკა
ახალაიების ფრთამ ფოკუსი არა თანამებრძოლების ლანძღვაზე უნდა გაასწორონ, არამედ ხელისუფლებაზე - ოთარ კახიძე
ნაციონალური მოძრაობის წევრმა ოთარ კახიძემ, თანაპარტიელის ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ორ ბანაკად გაყოფილი პარტიის ერთ ნაწილს თაქთაქიშვილი მოუწოდებს, რომ ნუ იქნებიან „საკუთარი პარტიის ამრევები და ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრეები“.
ოთარ კახიძის შეფასებით, შიდა დაპირისპირებამ ძალიან მწვავე ფორმები მიიღო.
„შიდა უთანხმოებამ ძალიან მწვავე, სამწუხაროდ, ფორმები მიიღო. ქალბატონი ჩიორა, რომელიც სწორედ ახალაიების ფლანგს წარმოადგენს და მათზე ფსონი მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა, საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ არ უნდა გავხდეთ თურმე ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრეები. აქეთკენ მიანიშნებს, რაც არის ძალიან სამწუხარო და უსაფუძვლო ბრალდება. ჩვენი ინტერესია, რომ ზიანი მიადგეს ხელისუფლებას და არა ნაციონალურ მოძრაობას. ამ მხრივ, ამ ფლანგს აქვს ნამდვილად გასასწორებელი ფოკუსი. მათი ფოკუსი უნდა იყოს არა თანამებრძოლების ლანძღვა და მათ წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერება, არამედ ფოკუსი უნდა გააკეთონ ხელისუფლებაზე. ის არის დღეს ქვეყანაში მთავარი პრობლემა“,-განაცხადა ოთარ კახიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


