პოლიტიკა
ახალ უწყებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაერქმევა - ლევან დავითაშვილი
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს გაერთიანების შედეგად შექმნილ უწყებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაერქმევა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეერთება გარემოს დაცვის სამინისტროში არ მოხდება. პირიქით, ითქვა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთიანდება სოფლიოს მეურნოების სამინისტრო. სათაურიც ასეთი ფორმითაა წარდგენილი კანონპროექტში, თუმცა საბოლოოდ, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს, ეს იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე გარემოს დაცვის კომიტეტთან გვექნება საუბარი და კონსულტაციები. ასევე კონსულტაციები გვექნება პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტთან და ფრაქციასთან. ამიტომ ჩვენ ჩვენს მოსაზრებას წარმოგიდგენთ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობის პოზიციაზე.
რაც შეეხება თანხებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, მინდა გითხრათ, რომ ეს გარკვეულწილად არის სპეკულაციის თემა, ხშირ შემთხვევაში ოპონენტების მხრიდან წამოწყებული. ეფექტიანობა იზომება, რა დანახარჯებით, რა რესურსებით რა შედეგს ვიღებთ. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ჩვენი თვითმიზანი იყოს ამ შემთხვევაში თანხების გამოთავისუფლება, ან ადამიანების სამსახურიდან გაშვება. თუმცა ოპტიმიზაცია კადრების კუთხითაც მოხდება და თანხების კუთხითაც“, - თქვა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


