პოლიტიკა
ახალ საბჭოში სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის ფორმატი უფრო ღია და საჯარო გავხადეთ - ნინო გვენეტაძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე არასამთავრობო სექტორის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარეები არა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა დანიშნოს, არამედ მოსამართლეებმა.
გვენეტაძის თქმით, ახალი საბჭოს პირობებში სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა უფრო ღია და საჯარო გახდა.
„ჩვენ წინა საბჭოს მუშაობის პერიოდში სასამართლოს არაერთი თავმჯდომარე დავნიშნეთ, თუმცა ახალ საბჭოში ფორმატი უფრო ღია და საჯარო გავხადეთ. კანდიდატი, რომელსაც საბჭოს წევრი უწევს რეკომენდაციას, ყოველთვის შეთანხმებულია იმ სასამართლოსთან, საიდანაც ხდება თავმჯდომარის კანდიდატურის წარმოდგენა საბჭოზე. თუ პროცედურებში არის რაიმე გასარკვევი, ჩვენ მზად ვართ, რომ ისინი დავხვეწოთ“,- განაცხადა გვენეტაძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, სასამართლო თავმჯდომარეების არჩევისას საბჭო ითვალისწინებს მოსამართლეების აზრსაც.
„მართალია, კანონის ჩანაწერი არ არსებობს, რომ მოსამართლეებმა სასამართლოს შიგნით მოახდინონ არჩევა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ საბჭომ სწორედ ამ მოდელზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება თავმჯდომარეებთან დაკავშირებით. კერძოდ, თავმჯდომარეები ყოველთვის საბჭოს კონკრეტული წევრის მიერ იყვნენ წარდგენილი, ჩვენ მათ პროგრამას ვიცნობდით, ვსვამდით კითხვებს და სხვათაშორის კრიტიკულ პოზიციებზეც იყო გახსნილი საუბარი. ამის შემდეგ საბჭო იღებდა გადაწყვეტილებას“, - განცხადა გვენეტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


