უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 ივნისი, 2025 12:43
font-size

„აიფონ ჯორჯიას“ შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინდა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) შპს „აიფონ ჯორჯიას“ (ტექნოლაბი) შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა.

კერძოდ, GCCA-ის მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით დადგინდა, რომ:

1. მოვაჭრე ყიდის პროდუქციას, რომელიც ვიზუალურად და შეფუთვით Apple Inc.-ის ორიგინალურ პროდუქციას ჰგავს, თუმცა არ არის Apple-ის ნაწარმი, რაც მომხმარებლებს ნივთის შეძენისას არ განემარტება. აღნიშნული ქმედება მაღალი ალბათობით ქმნის მომხმარებელთა ჯგუფის შეცდომაში შეყვანის საფრთხეს, რადგან მომხმარებელი ვერ იღებს სწორ ინფორმაციას პროდუქტის წარმომავლობის შესახებ.

2. ასევე, საგარანტიო დოკუმენტაციაში, საქონლის ბრენდისა და დასახელების გრაფაში ფიქსირდება სიტყვა "Apple", თუმცა მოვაჭრის განმარტებით, ის კომპანია Apple Inc.-ის მიერ წარმოებული ორიგინალი პროდუქციით არ ვაჭრობს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ზემოაღნიშნული კომერციული საქმიანობა წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას. მოვაჭრის შესაბამისი ქცევა შესაძლოა იწვევდეს ან სამომავლოდ გამოიწვიოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, მოტყუება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქონლის მომსახურების შეძენამდე, ინფორმირებული არჩევანის ფარგლებში, მომხმარებლის უფლებაა - შესყიდვის შესახებ მიიღოს სრული, უტყუარი და ამომწურავი ინფორმაცია - სახელმწიფო ენაზე მკაფიოდ და გასაგებად. აღნიშნული უფლების დარღვევა ეწინააღმდეგება სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის პრინციპებს.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი