პოლიტიკა
აი, რა იქნება ჩემი პირველი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში - ირმა ინაშვილი
,,პატრიოტთა ალიანსის’’ გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნებულ მასალას ეხმიანება.
მისი განცხადებით, საიტმა გამოაქვეყნა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა ,,პატრიოტთა ალიანსის’’ ლიდერი, დავით თარხან-მოურავი გამოდის ინიციატივით, რომ ბაღდათის რაიონს დაუბრუნდეს სახელწოდება ,,მაიაკოვსკი.’’
,,აი, რა იქნება ჩემი პირველი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში. ის აუცილებლად შეეხება მსგავსი კამპანიის შეზღუდვასა და აღკვეთას! დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებს უმრავლესობაც დაუჭერს მხარს. კანონი უფრო ნათლად უნდა განმარტავდეს არასწორი ინფორმაციის გამავრცელებლის პასუხისმგებლობას. პოლიტიკოსის, საერთოდ, საჯარო პირისთვის იმ აზრების მიზანმიმართული მიწერა, რაც მას არ ეკუთვნის და რაც გათვლილია საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე, მკაცრად უნდა ისჯებოდეს. დავით თარხან- მოურავს არ უსაუბრია ბაღდათზე, არც მაიაკოვსკიზე და არც გორკის ნაწარმოებები განგვიხილავს.
სამარცხვინოა, რაც ჩვენს წინააღმდეგ ხდება. ესაა ზუსტად კაგებეშნიკური მეთოდი. მოგვაწერონ ათასი სიყალბე და როგორმე წარმოგვაჩინონ გიჟებად. არაფერი არ გამოვა ამ შავი კამპანიიდან. ჰაერი. ნული. ვიმეორებ აღგზნებულებისთვის: ციტატა ყალბია. სააგენტოს ეს სისულელე ჩვენთან არ გადაუმოწმებია.
P.S. ეს წუთია სააგენტომ ხსენებული მასალა წაშალა. წაშლა არ გიშველით, გარწმუნებთ’’, - წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


