უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 თებერვალი, 2026 17:24
font-size

აღსანიშნავია, რომ იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, მოიპოვეს მანდატები საკრებულოებში და ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, წარმატებით ეწევიან საქმიანობას - ზურაბ აბაშიძე

„მაშინ, როდესაც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა 4 ოქტომბრის არჩევნებს, ჩვენთვის მიუღებელია კრიტიკა იმის თაობაზე, თუ რატომ არ იკავებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პოლიტიკურ თანამდებობებს“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, მოიპოვეს მანდატები საკრებულოებში და ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, წარმატებით ეწევიან საქმიანობას.

ზურაბ აბაშიძის თქმით, არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვეტილებამდე ოპოზიციური პარტიები არწმუნებდნენ თავიანთ დამკვირვებლებს, რომ ახალი ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება პრაქტიკულად გამორიცხავდა არჩევნების შედეგების გაყალბებას. აქედან გამომდინარე, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია არჩევნებისადმი უნდობლობის არგუმენტები.

ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილემ თავის გამოსვლაში გასულ წელს ჩატარებული არჩევნები შეაფასა და კონგრესის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების მიმდინარეობისა და სადამკვირვებლო მისიების შესახებ. მისი თქმით, არჩევნების შედეგად საქართველოს მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრები და 64 მერი აირჩიეს. მისივე განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 40.93%-მა მიიღო და იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ამომრჩეველთა გამოცხადება მაღალ აქტივობადაც შეიძლება ჩაითვალოს. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, არჩევნების დაკვირვების მიზნით 27 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა. ასევე, აკრედიტებული იყო პრესისა და მასობრივი ინფორმაციის 73 საშუალება. მისივე თქმით, არჩევნებში დამკვირვებლები 20 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობდა 2 საერთაშორისო ორგანიზაცია - Association ALTERFACT-ი და „ფუნდამენტური უფლებების ცენტრი“ (Center for Fundamental Rights).

„მიუხედავად იმისა, რომ ODIHR-ის მოწვევის საკითხი სპეკულაციის თემა გახდა, საქართველოს მთავრობამ რეალისტური ვადების გათვალისწინებით გაუგზავნა მოწვევა ორგანიზაციას მისიის საქართველოში გამოგზავნასთან დაკავშირებით. სურვილის შემთხვევაში, ვადები შესაძლებლობას აძლევდა ორგანიზაციას გამოეგზავნა სადამკვირვებლო მისია და უზრუნველეყო საჭირო ტექნიკური საკითხები. მონაწილე საერთაშორისო დამკვირვებლებმა კი ხაზი გაუსვეს კენჭისყრის პროცესის ორგანიზების მაღალ დონეს, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიან გამოყენებას, ხმის ფარულობის დაცვასა და პროცედურების გამჭვირვალობას. მათი შეფასებები ადასტურებს, რომ კენჭისყრა მიმდინარეობდა შეუფერხებლად, უარყოფითი ტენდენციების გარეშე და სრულ შესაბამისობაში იყო დემოკრატიულ სტანდარტებთან“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი