სამართალი
აღმოჩნდა, თითქოს ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი აქვს - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ექსპერტები იკითხებიან გარდაცვლილებისთვის მიყენებული დაზიანაბების თაობაზე.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ექსპერტი საუბრობს ერთ-ერთი გარდაცვლილისთვის მიყენებულ მრავლობით ჭრილობებზე.
სარალიძემ აღნიშნა, რომ საქმეს პოლიტიკური ელფერი აქვს.
„ეს არის ჩემი მოსაზრება, რომ ის ერთი ადამიანის მიერ მოკლული არ არის. ექსპერტიზას ველოდებით და იქ ყველაფერი გამოჩნდება. კომპლექსურ ექსპერტიზაზე კითხვა დაისვა თებერვლის თვეში.
მკვლელობიდან სამ თვეში დაისვა მთავარი შეკითხვები. აღმოჩნდა, თითქოს პოლიტიკური ელფერი აქვს ამ საქმეს“, – განაცხადა სარალიძემ და აღნიშნა, რომ ამ ელფერს პროკურატურა აძლევს.
მან გამორიცხა, რომ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას რამე პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდეს.
ზვიად კუპრავას განცხადებით, მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამსახველი კადრებს მირზა სუბელიანი ინახავს, რომელიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსი იყო. კუპრავას თქმით, სუბელიანი ამ კადრებით სამართალდამცველებს აშანტაჟებს, რადგან ცნობილია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა ყოფილი პროკურორის შვილი. ის 19 აპრილს პროკურატურაში დაკითხეს.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, მომდევნო დღეს საავადმყოფოში დაიღუპა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


