პოლიტიკა
აღმასრულებელი ხელისუფლება მზადაა ყველა შესაძლო სცენარის მართვისთვის - არჩილ თალაკვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ხელისუფლება მზადაა ყველა შესაძლო სცენარისთვის. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
„ყველაფერი კეთდება მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. მიღებულია ყველა სათანადო ზომა. დასახლებულ პუნქტებთან დგას სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ადგილზე არსებობს წყლის რეზერვი და ჩემი ინფორმაციით, აღმასრულებელი ხელისუფლება მზადაა ყველა შესაძლო სცენარის მართვისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ.
დეპუტატის ცნობით, წყლის ავზიანი ვერტფრენებისთვის დამატებითი რეზერვუარებია შექმნილი.
„სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების უპრეცენდენტო ერთიანობაა. პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს საგანგებო შტაბს, სადაც ყველა შესაბამისი უწყებაა მობილიზებული და ერთიანი კოორდინაციის ქვეშაა. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები რეზერვების მობილიზაციისა და შევსების კუთხით. შეიქმნა დამატებითი რეზერვუარები მდინარის კალაპოტში ვერტმფერნებისთვის. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს სტიქიის ლიკვიდაცია და მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ სტიქიასთან გამკლავებას. ამის საფუძველს მაძლევს ის უპრეცენდენტო ერთიანობა, რაც არსებობს სტიქიის წინააღმდეგ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
უმრავლესობის წევრმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (116 ხმით) მხარი დაუჭირა პრეზიდენტის აქტს ბორჯომის ხეობაში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ.
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მხოლოდ ეს საკითხი განიხილებოდა. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, „სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით“ მიმართა.
ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. ამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია და დარჩენილია რამდენიმე კერა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


