სამართალი
აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს, თორნიკე ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საუბარია გასულ კვირას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რა დროსაც 9 წლის გოგონა დაიღუპა, არასრულწლოვანის დედა კი, მძიმედ დაშავდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მოთხოვნას პატიმრობის შეფარდებაზე თავად ბრალდებულიც დაეთანხმა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ თორნიკე ტუღუშის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ნანობს მომხდარს და თავად მისი სურვილია, რომ დარჩენილიყო პატიმრობაში.
„არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს ეს ადამიანი, ნანობს მომხდარს და ურჩევნია, რომ არ იბრძოლოს, თავი არ იმართლოს, შესაბამისად იყოს პატიმრობაში“, - განაცხადა ადვოკატმა ლევან კვინიკაძემ.
თავის მხრივ, როგორც პროკურორმა აღნიშნა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება რამდენიმე გარემოების გამო იყო მოთხოვნილი, მათ შორის იქიდან, რომ ბრალდებულს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადებაში ედება ბრალი და შესაბამისად, არსებობს მიმალვის საფრთხე.
მისივე თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეც, რადგან თორნიკე ტუღუში ხშირად არვევევს მოძრაობის წესებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


