პოლიტიკა
აღმაშენებლის გამზირზე, შესაძლებელია მოლენბეკი მივიღოთ, აღმაშენებელზე არის ვაჰაბიტების რესტორანი - მამუკა არეშიძე
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ არსებობს საშიშრობა იმისა, რომ თბილისში მოლენბეკი მივიღოთ.
ამის შესახებ არეშიძემ „კვირის პალიტრასთან “საუბარში განაცხადა.
ექსპერტმა ასევე ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
„ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე რაც ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს ქუჩა, ფაქტობრივად, მოსწყდა ქალაქს, იქ არაფერი ქართული აღარ არის.
გეგონება, სხვა ქვეყანაში ხარ. არ მინდა, საქართველოში ბევრი ადგილი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. თბილისიდან კარგად არ ჩანს, რა ხდება ბათუმში, მაგრამ კარგად ჩანს, რა ხდება აღმაშენებლის გამზირზე. არ შეიძლება, ეს ქუჩა ნელ-ნელა იქცეს ჩამოსულთა რაიონად. მე ვიცი ასეთი რაიონები ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში, სადაც დღეს შესვლას ვერც სამართალდამცავები და ვერც ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ახერხებს. აი, ამას ვგულისხმობ უკონტროლობაში. მე ჩამოსულების მოწინააღმდეგე კი არა ვარ – თბილისი ყოველთვის მრავალეროვანი ქალაქი იყო, აზიისა და ევროპის გზაგასაყარი, მაგრამ თბილისში არ მინდა მოლენბეკი. მოგეხსენებათ, ეს არის ბრიუსელის გარეუბანი, რომელიც ტერორიზმის ბუდედ იქცა, სადაც, პარიზის ტერაქტის შემდეგ, სამართალდამცავები, არმიასთან ერთად, ძლივს შევიდნენ სპეცოპერაციის ჩასატარებლად. მართალია, ასეთი პრობლემა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ კაცმა არ იცის, დროთა განმავლობაში რა იქნება… ბევრმა არ იცის, რომ აღმაშენებელზე არის ვაჰაბიტების რესტორანი! მფლობელსაც ვიცნობ. მართალია, ის არ არის ავტომატიანი ვაჰაბიტი, მაგრამ დღეს არ არის და ხვალ რა იქნება, ვინ იცი”, – აცხადებს მამუკა არეშიძე.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


