უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 ნოემბერი, 2017 16:40
font-size

აღიარებული მაქვს დანაშაული - გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა.

ყოფილმა მსჯავრდებულმა სასჯელი სრულად მოიხადა, თუმცა შარაძის ოჯახი მას დღემდე უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„ჩვენ მოვიხადეთ სასჯელი. აღიარებული მაქვს დანაშაული, აბა როგორ ფიქრობთ მათქმევინებდნენ რამეს? მე პირადად არავის არ ვადანაშაულებდი არანაირ ზეწოლაში. მე ვარ პატიმარი, ბრალდებული. გამოძიებასთან, პროკურატურასთან და ვისაც პაგონები აქვს, მე მაგ ხალხთან არ ვთანამშრომლობ“,-აღნიშნა ბარათშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ოჯახი ამბობს, რომ თქვენ არ ხართ დამნაშავე, ყოფილი მსჯავრდებული პასუხობს - „გასაგებია, ოჯახთან მერე ვილაპარაკებ“.

გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი