პოლიტიკა
აღარ გვეკონტაქტებიან, რადგან თემირლანის თაობაზე გამოსაძიებელი არაფერი არ არის - მალხაზ მაჩალიკაშვილი
პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა და მომხდარზე გამოსაძიებელი არაფერი არაა.
მან დაამატა, რომ სანამ საქმეზე დასკვნები არ დაიდება, მანამდე პანკისელები სხვა საკითხებზე საუბარს არ აპირებენ.
„მოცვივდნენ მძინარე ბავშვის სახლში, საწოლში ჩაკლეს, იქიდან გამოიქცნენ და ყველა თავიანთ სოროებში შეიმალა. იმ სოროდან არცერთი გარეთ არ გამოდის, ეს პრობლემურია, აბა რა არის. აღარ გვეკონტაქტებიან, რადგან თემირლანის თაობაზე გამოსაძიებელი არაფერი არ არის. დაშვებულია ძალიან დიდი შეცდომა. შეცდომის აღიარება მაგათ არ უნდათ, იმიტომაც არ უნდათ გამოჩენა და საქმეს წელავენ. ვიღაცას, სადღაც რაღაც უნდათ, ათქმევინონ, რაღაც დააბრალონ, მაგრამ ეს არ იქნება. სანამ თემირლანის საქმე არ გაირკვევა, არც ჰესებსა და არც სხვა თემებზე პანკისის ხეობაში საერთოდ არ იქნება საუბარი. საქმის შესახებ არაფერი არ ვიცი. სუს-ში უნდა გამოიძიონ, ვინ ჩაიდინა, ვინ დაგეგმა, ვინ ესროლა და ვინ არის მაგაში დამნაშავე.
თემირლანზე გამოსაძიებელი არაფერია. ძიებასთან დაკავშირებით არანაირი პასუხი არ გვაქვს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩატარდა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრეს. ის გადაიყვანეს თბილისში. იგეგმებოდა მისი გაგზავნა სამკურნალოდ საზღვარგარეთ, თუმცა 2018 წლის 10 იანვარს თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


