პოლიტიკა
აღარ გვაინტერესებს ბიძინას თოჯინების მოსმენა, ფარცხალაძე მოიყვანეთ პარლამენტში - სალომე სამადაშვილი ეკა ბესელიას
აღარ გვაინტერესებს ბიძინას თოჯინების მოსმენა, ფარცხალაძე მოიყვანეთ პარლამენტში, - განაცხადა პარლამენტში, იურიდული კომიტეტის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
აღნიშნულ რეპლიკას კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პასუხი მოყვა: ,,მიშას თოჯინებს ვხედავ თქვენი სახით აქ, სასაცილოზე უარესი ხართ“.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა, რომელიც ე.წ. გლდანის ციხეშია გაკეთებული და სადაც სავარაუდოდ , პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი არაერთ გახმაურებულ საქმეზე, კანონდარღვევაზე, ძალადობის შედეგად მოპოვებულ ჩვენებებსა და მოზარდების მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე საუბრობს.
"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა მოითხოვა, რომ კომიტეტის სხდომა სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრით დაწყებულიყო, რასაც ურთიერთბრალდებები მოჰყვა. დეპუტატს ასევე აინტერესებდა, დაიბარებდნენ თუ არა პარლამენტში ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს.
„აღმოჩნდა, რომ მძევლად ჰყავხართ აყვანილი ყველა ვინმე სუბელიანს იმიტომ, რომ გაშანტაჟებთ,“- განაცხადა სამადაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მანდატურებს მოსთხოვა, რომ სალომე სამადაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომა დაეტოვებინათ, რადგან მისი შეფასებით, ოპოზიციის წევრმა რეგლამენტი დაარღვია.
„გაფრთხილებას გაძლევთ ქალბატონო სალომე და იძულებული ვარ, შეგახსენოთ, თქვენ რომელიც წარმოადგენდით ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვან ადგილას და ძალიან დიდი სირცხვილია, რომ თქვენ ადამიანი, რომელიც პატივს არ სცემთ კანონს, რეგლამენტს... ქალბატონო სალომე, დასრულდა თქვენი დრო, ვერ გიშველით ეგ სპექტაკლები თქვენ. ან მიბრძანდით, დატოვეთ დარბაზი, ან გაჩუმდით,“- მიმართა ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს, რის შემდეგაც დეპუტატმა სხდომა ცხარე კამათის ფონზე დატოვა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


