უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 აგვისტო, 2025 12:48
font-size

აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი შეიძლება წინ წაიწიოს იმ ფონზე, რომ თბილისმა აღიარა ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტი –მარია ზახაროვა

აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი შეიძლება წინ წაიწიოს იმ ფონზე, რომ თბილისმა აღიარა ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტი, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„არსებობს შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში წინ წავიდეს, რადგან ბოლო წელს საჯაროდ გაისმა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის აღიარება, ასევე განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ქართველი ხელმძღვანელობის გულწრფელი განცხადებები გახდეს თბილისისთვის განმსაზღვრელი სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის ჩამოყალიბებისას და გადაიზარდოს კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებში,“ — აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან.

„სამი სახელმწიფოს საზღვრისპირა რეგიონებში ვითარების სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო–სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის დაწყება, რასაც მოჰყვება მათი დემარკაცია,“ — აღნიშნა დიპლომატმა.

ზახაროვას თქმით, რუსეთი მზად არის ამ პროცესებში ხელშეწყობისთვის.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი