სამართალი
აფგან მუხთარლის საქმის გამო, სასაზღვრო პოლიციის უფროსი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამო, სასაზღვრო პოლიციის უფროსი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.
შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებს დღევანდელ ბრიფინგზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მიაწოდა.
შს მინისტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ შუალედური ანგარიში წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თანამდებობის პირების გათავისუფლება მოხდა იმის გამო, რომ საქმეზე ნებისმიერი შეკითხვა გამოირიცხოს.
„მიღებულია გადაწყვეტილება და სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ერთი მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მეორე მხრივ, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ.
ჩვენ, როგორც უწყების ხელმძღვანელები, დარწმუნებული ვართ ჩვენი თანამშრომლების უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება, გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


