პოლიტიკა
აფგან მუხთარლის საქმეზე გიორგი მღებრიშვილთან პარლამენტში შეხვედრა გაიმართება
აფგან მუხთარლის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან პარლამენტში შეხვედრა გაიმართება.
ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიაწოდა.
მისი თქმით, მღებრიშვილისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ იქნება კონკრეტული ხედვა, თუ რა შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა დამატებით ამ საქმესთან დაკავშირებით.
"ეს არის ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური, სამართლებრივი, ადამიანის უფლებების კუთხით, კონსტიტუციური უფლების დაცვის კუთხით და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კუთხით. ამიტომ, ამ პროცესს ჩვენ ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით. პარლამენტის როლი არის, რომ გარკვეული კონტროლი გამოძიების მიმდინარეობის პროცესზე, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყოს. ჩვენ ვაპირებთ შევხვდეთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვისაუბროთ გამოძიების შედეგებზე. ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ გვექნება უფრო კონრეტული ხედვა, თუ რა შეიძლება პარლამენტმა ამ პროცესში დამატებით გააკეთოს",- განაცხადა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


