პოლიტიკა
აფგან მუხთარლის საქმე მთავარმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს - არჩილ ჩოფიკაშვილი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მოითხოვა, რომ მუხთარლის საქმე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს. შესაბამისი მოთხოვნა მან პროკურატურაში დღეს შეიტანა.
ჩოფიკაშვილმა აღნიშნა, რომ შსს-ის მიერ წამოწყებული გამოძიება გამორიცხავს ვერსიას პოლიციელებისა და საჯარო მოხელეების შესაძლო მონაწილეობის შესახებ, რის გამოც მუხთარლის საქმე პროკურატურას უნდა გადაეცეს.
„დღეს უკვე წერილობით მივმართეთ მთავარ პროკურატურას, რომ საქმე გამოიძიოს, ვინაიდან, ჩვენ გაქვს ინფორმაცია, ოჯახს აქვს კონკრეტული ეჭვი, რომ ამ დანაშაულის ჩადენაში, შესაძლოა, ჩართულები იყვნენ საჯარო მოხელეები, პოლიციელებზეც იყო კონკრეტულად განცხადება გაკეთებული.
კანონის მიხედვით, პოლიციელის ან საჯარო მოხელის მის სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებული საქმე არის პროკურატურის ქვემდებარე. ასევე საქმის სირთულიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ ეს საქმე გამოიძიოს პროკურატურამ. ეს ისედაც ასე უნდა მომხდარიყო ჩვენი განცხადებების გარეშე. და ის, რომ დღემდე პოლიცია იძიებს საქმეს, ეს ირიბად იმას ნიშნავს, რომ არ განიხილება ვერსია მასში პოლიციელების ან სხვა თანამდებობის პირების მონაწილეობის შესახებ, რაც დაუშვებელია. ყველა ვერსია ობიექტურად უნდა გამოიძიოს“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ბაქოს სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მუხთარლიმ საზღვარი პასპორტის გარეშე გადაკვეთა.
31 მაისს მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


