სამართალი
აფგან მუხტარლის გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ - ლეილა მუსტაფაევა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მუხტარლის გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ და მხოლოდ მანქანის შეცვლის შემდეგ გადასცეს ის აზერბაიჯანულად მოსაუბრე ადამიანებს.
როგორც მუსტაფაევამ აღნიშნა, ამის შესახებ ინფორმაცია, მას მუხტარლის აზერბაიჯანელმა ადვოკატმა მიაწოდა.
"აფგან მუხტარლის ადვოკატისგან შევიტყვეთ, რომ მისი გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ და მხოლოდ მანქანის შეცვლის შემდეგ გადასცეს ის აზერბაიჯანულად მოსაუბრე ადამიანებს. შევისწავლეთ შესაძლო მარშრუტი, რომელითაც ის სახლში ბრუნდებოდა. აქ ყველგან კამერებია დამონტაჟებული და შესაძლებელია მომხდარის უფრო მეტო დეტალის მოძიება. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დამალოს ეს, თითქოს ისინი არაფერ შუაში არიან, რადგან შეთანხმება აქვთ აზერბაიჯანის მთავრობასთან.
აფგან მუხტარლი საქართველოდან გაიტაცეს და პასუხისმგებლობა ქართულ ძალოვან სტრუქტურებს ეკისრებათ. ჩვენ პარალელურად ჟურნალისტურ გამოძიებასაც ჩავატარებთ," - აცხადებს აფგან მუხტარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


