სამართალი
აფგან მუხტარლის დღესაც თუ არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ადვოკატი გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, თუ დღის ბოლომდე არ მოხდა მუხტარლისთვის და მისი ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, ადვოკატი გადაწყვეტილებას პირველი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს.
„თუ დღესაც დღის განმავლობაში ჩვენ არ მივიღებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე, აუცილებლად ამას კანონის, საპროცესო კოდექსისი 56 მუხლის შესაბამისად, გავასაჩივრებთ პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვეცდებით, რომ სასამართლოში მიანც მოხდეს ჩვენი დარღვეული უფლებების აღდგენა“,-აღნიშნა ადვოკატმა.
რაც შეეხება ევროპარლამენტში 15 ივნისს დაგეგმილ მუხტარლის საქმის განხილვას, არჩილ ჩოფიკაშვილი დარმწუნებულია, რომ ევროპარლამენტი შესაბამის რეზოლუციას აუცილებლად მიიღებს.
როგორც ჩოფიკაშვილმა აღნიშნა, მუხტარლის გატაცების ფაქტი ევროპარლამენტის მიერ მკაცრად იყო შეფასებული.
„რაც შეეხება რეზოლუციას, ეს ბუნებრივია და მოსალოდნელიც იყო და რა თქმა უნდა, ის მიღებული იქნება. მოგეხსენებათ, დღემდეც ევროპარლამენტი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოეხმაურა ამ ფაქტს და აფგან მუხტარლის გატაცება ძალიან მკაცრად იქნა შეფასებული“,- აცხადებს ჩოფიკაშვილი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


