სამართალი
აფგან მუხტარლის და მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის და მის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას, ძველი თბილისის რაიონულმა პროკურატურამ, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
შესაბამისი განცხადებით, რაიონულ პროკურატურას ჟურნალისტის ქართველმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა ორი დღის წინ მიმართა.
დღეს კი, ჩოფიკაშვილი ანალოგიური შინაარსის მოთხოვნით მთავარ პროკურატურასაც მიმართა.
„დღეს შეგვაქვს საჩივარი დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც უნდა მიეღო ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას. გავიდა კანონით გათვალისწინებული ვადა და დღემდე არავითარი პასუხი არ მიგვიღია დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით. პირველივე დღიდან ჩვენ ვითხოვთ, რომ ქალბატონ ლეილა მუსტაფაევას და აფგან მუხტარლის მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი. რადგან ჩადენილია თავისუფლების უკანონო აღკვეთა აფგანის მიმართ და მეორე, ლეილას მიმართ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას წარმოადგენს ეს, იმიტომ რომ სავარაუდოდ, ეს ყველაფერი მის დაშინებასაც ისახავდა მიზნად“,-განმარტა ადვოკატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


