სამართალი
`ადვოკატთა შესახებ` კანონში ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში ადვოკატის როლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს - დავით ასათიანი
"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, "ადვოკატთა შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები მისასალმებელია, რადგან ისინი მართლმსაჯულების სისტემაში ადვოკატის როლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
როგორც ასათიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაო შეხვედრაზე კანონში შესატან ცვლილებებზე
"ადვოკატის შესახებ" კანონში იგეგმება ცვლილებები სამი მიმართულებით, რასაც მიესალმება "ადვოკატთა ასოციაცია" . კერძოდ, ხორციელდება პროფესიაში შესვლის რეფორმა, ძლიერდება ეთიკის კომისიის ფუნქციონირების საკითხები. აგრეთვე, ადვოკატის გარანტიები მისი საპროცესო მიმართულებით. რა თქმა უნდა, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს მართლმსაჯულებაში ადვოკატის როლის გაძლიერებას. საერთო ჯამში, მხოლოდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს ხარისხიანი მართლმსაჯულების ადმინისტრირებაზე ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ასათიანმა.
ცნობისათვის, "ადვოკატთა შესახებ" კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე, კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, "ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა მეორე მოსმენით განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


