უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 დეკემბერი, 2018 16:15
font-size

ადვოკატთა ასოციაცია პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირებასთან დაკავშირებით მიმართავს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს, როგორც უმაღლესი საკასაციო ინსტანციის, წარმატებული რეფორმა უმნიშვნელოვანესია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის.

აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში შემავალი ის ინსტიტუცია, რომელმაც თავიდანვე გამოთქვა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების უფლებამოსილების იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის გადაცემის თაობაზე და ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში, ოფიციალური წერილით მიმართა საკონსტიტუციო კომისიასა და ვენეციის კომისიას. იხილეთ მიმართვის ტექსტი: https://bit.ly/2EPy4M2.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის უფლებამოსილების მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით ნეგატიური პოზიცია განპირობებული იყო იმ რეალობით, რომ საქართველოში მოსამართლეთა თვითმმართველობის ხარისხი არასაკმარისია და არ შეესაბამება დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების მოწყობის სტანდარტებს, რაც არაერთგზის აღინიშნა სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ. მიგვაჩნია, რომ სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს.

ადვოკატთა ასოციაცია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში, მიუთითებდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების უფლების მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის გადაცემით შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა უზენაეს სასამართლოში სხვა იურიდიული პროფესიებისა (ადვოკატი, პროკურორი, და სხვა) და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების განწესებას, რადგან თავიდანვე არსებობდა იმის ალბათობა, რომ ნომინირების დროს აქცენტი ძირითადად მოქმედ მოსამართლეებზე გაკეთდებოდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად მხოლოდ მოქმედი მოსამართლეების წარდგენამ, მაშინ როდესაც იურიდიულ პროფესიაში მოღვაწეობს მაღალი კვალიფიკაციის, რეპუტაციისა და ნდობის მქონე არაერთი იურისტი, რომელთაც არ მიეცათ ნომინირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, შეიძლება შექმნას რისკი, რომ სასამართლო ჩამოყალიბდეს დახურულ სისტემად, რაც კიდევ უფრო დააზიანებს მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტრატეგიულ მიზნებს.

უზენაესი სასამართლოს, როგორც დოქტრინალური საკასაციო ინსტანციის, ჩამოყალიბებისა და სისტემის მიმართ ნდობის მოპოვების ინტერესებისათვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა განხორციელდეს გამჭვირვალე პროცესისა და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს საკასაციო სასამართლოს დაკომპლექტებას იურიდიულ პროფესიაში აღიარებული და მაღალი რეპუტაციის პროფესიონალებით, როგორც მოქმედი მოსამართლეების, ასევე იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლებისა და მეცნიერ-იურისტთა რიგებიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს:

(ა) უზრუნველყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების პროცესის იმგვარად რეგლამენტაცია, რომ ნომინირების ყველა ეტაპი წარიმართოს გამჭვირვალედ და ობიექტურად და ამასთან, იურიდიული პროფესიის ფართო წარმომადგენლობას მიეცეს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის შესაძლებობა.

(ბ) უკვე წარდგენილ კანდიდატებთან მიმართებით კი, თუკი პარლამენტი მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას განიხილოს აღნიშნული საკითხი, აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას იმგვარი სამართლებრივი პროცედურისა და ფორმატის შემუშავება, რომ მოხდეს საკითხის მაქსიმალურად გამჭვირვალე გარემოში განხილვა.

აქვე, გამოვთქვამთ მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატთა ნომინირების, ისე საპარლამენტო განხილვების ეტაპებზე.“ - ნათქვამია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი