სამართალი
ადვოკატის ცემაში ბრალდებულს სასამართლომ 10 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ადვოკატის ცემაში ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას სასამართლომ 10 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების ყოფილ უფროსს, ლაშა კვირკვაიას ბრალად ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ძალადობა ედება.
სასამართლომ ბრალდების მუხლი გადააკვალიფიცირა და დამნაშავედ უფლებამოსილების გადამეტებაში სცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კვირკვაიას საქმეში ძალადობის ფაქტი არ დასტურდება.
ლაშა კვირკვაიას გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ედავება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში კი, კვირკვაიას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
დღევანდელ პროცესს დაზარალებული ადვოკატი, გიორგი მდინარაძეც დაესწრო, რომელიც ლაშა კვირკვაიას ცემაში ადანაშაულებს და გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებოდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


