პოლიტიკა
ადვოკატის პროფესიული და ინსტიტუციური გარანტიები კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი - ადვოკატთა ასოციაცია
კონსტიტუციაში ჩანაწერი მიუთითებს, რომ ადვოკატის პროფესიული და ინსტიტუციური გარანტიები უზრუნველყოფილია, - ნათქვამია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში.
საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანასტან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცეკებულ განცხადებას მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:
,,საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, მესამე მოსმენით, 117 ხმით მიიღო, სადაც 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის რედაქცია ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: ,,3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში-წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით."
კონსტიტუციაში ჩანაწერი მიუთითებს, რომ ადვოკატის პროფესიული და ინსტიტუციური გარანტიები უზრუნველყოფილია.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება ადვოკატურის ისტორიაში. საქართველო გახდა მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა, რომლის ადვოკატთა კორპუსმა მიიღო კონსტიტუციური გარანტიები. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში - წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი წარმოადგენდა.“
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


