პოლიტიკა
ადვოკატის ინფორმაციით, მირზა სუბელიანმა ციხეში თავის მოკვლა სცადა
პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა ციხეში თავის მოკვლა სცადა.
როგორც სუბელიანის ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა გლდანის # მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გუშინ სუიციდის მცდელობა ჰქონდა.
ეკა ხუციშვილის თქმით, მირზა სუბელიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ სუბელიანთან ჩანაწერების თაობაზე არ უსაუბრიათ.
გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მირზა სუბელიანი ჩანაწერებშიც მსგავს სულიერ მდგომარეობაში ყოფილიყო.
"მირზა სუბელიანი არის სტრესულ მდგომარეობაში. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, გამოკითხვა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ჩანაწერების დეტალებს, მას ამაზე არც ჩვენთან უსაუბრია, ვინაიდან შეუძლებელი იყო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ის არის ძალიან სტრესულ მდგომარეობაში. არც იმ ფაქტს არ დაგიმალავთ, რომ მას გუშინ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. აქედან გამომდინარე, მასთან ფიზიკურად გამოკითხვა ვერ ჩატარდა. ეს ოთხი თვეა სამარტოო საკანშია. ამასთან, ამ ყველაფერმა იმოქმედა და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.
არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჩანაწერის დროსაც ასეთ მდგომარეობაში იყო, თუმცა ეს ჩემი აზრია," - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მირზა სუბელიანის გამოკითხვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მოხდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


