სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს 4 წლის ბავშვის გვამის პოვნა თავად გამომძიებელმა დაავალა
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 4 წლის ბავშვის გვამის პოვნა თავად გამომძიებელმა დაავალა.
„კითხვაზე: თუ როგორ იპოვა ბრალდებულმა მცირეწლოვანი ბავშვის გვამი გამოძიების ეტაპზე, გიპასუხებთ, რომ თავად გამომძიებელმა დაავალა, რომ მოეძებნა იმ ტერიტორიაზე, სადაც კობაურმა მიუთითა, რომ განხორციელდა დანაშაული. შესაბამისად მან მოიძია გვამები“, - აცხადებს კობაიძე ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, გამოძიება მწყემსს ლორა სმიტის გაუპატიურებას არ ედავება.
"ჩვენ გამოძიება არ გვედავებიან ქალის გაუპატიურებას, ჩვენ გვედავებიან ბავშვის და კაცის მკვლელობას... გაუპატიურებასა და კითხვაზე: თუ როგორ აღმოჩნდა ლორა სმიტის უკანა ტანში კობაურის გენეტიკური პროფილი, მე ასეთი კითხვა მექნება საპასუხოდ, რომ რატომ იყო რაიან სმიტის გენეტიკური კვალი მისივე უკანა ტანში? ეს ნიშნავს, რომ ექსპერტიზის პასუხი არ არის ნამდვილი და მინიმუმ ფალსიფიცირებულია. შეეშალა ექსპეტიზას ან ფალსიფიცირება მოხდა. აქ არის სხვა ექსპერტიზაც ჩატარებული და არ დასტურდება, რომ იყო ძალადობა ან გაუპატიურება. ჩვენ არ გვედავებიან ქალის გაუპატიურებას, ჩვენ გვედავებიან ბავშვის და კაცის მკვლელობას,“ - განაცხადა ლექსო კობაიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


