უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 სექტემბერი, 2025 10:27
font-size

ადვოკატი მეგი დიასამიძის დაკავებაზე: მთელი პერიოდის განმავლობაში მას ჰქონდა ხელები შეკრული ზურგს უკან, მიუხედავად იმისა, რომ ითხოვა ბორკილების ან მოშვება ან ხელების წინ გადმოტანა ძალიან ცინიკურად უთხრეს, რომ ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა

ადვოკატი შოთა თუთბერიძე „ნეტგაზეთთან” საუბრობს თუ რა ვითარებაში დააკავეს 23 წლის მეგი დიასამიძე. ის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული.

როგორც თუთბერიძე აღნიშნავს, მეგი დიასამიძეს 9 საათის განმავლობაში არ ეძლეოდა ადვოკატის მომსახურეობით სარგებლობის საშუალება.

„გაკვირვებას იწვევს ის მასშტაბი და ის რესურსი, რომელიც დაიხარჯა სტუდენტი გოგონას დასაკავებლად, როცა ჩატარდა ძალიან სასაცილო, პრიმიტიული სპეცოპერაცია.

იგი მიდიოდა საკუთარ სახლში, მიემგზავრებოდა აჭარაში, რა დროსაც თითქოს მიკროავტობუსი გაფუჭდა, გადასვეს სხვა მიკროავტობუსში, შემდეგ ამ მიკროავტობუსმა გააჩერა და ჩაუსაფრდნენ სადღაც ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გურიაში, ტყეში. ჯერ მივიდნენ მძღოლთან და ეჩხუბებოდნენ პოლიციელები არარსებულ სამართალდარღვევაზე, თითქოს მძღოლმა რაღაც საგზაო მოძრაობის წესი დაარღვია, ხოლო ბრძანების მიღების შემდეგ მივიდნენ მეგისთან და პირველი, რაც გააკეთეს, წაართვეს ტელეფონი. ამის შემდეგ 9 საათის განმავლობაში მას არ ჰქონდა საშუალება, რომ ადვოკატის მომსახურებით ესარგებლა.

ბუნებრივია, ეს უკავშირდება მეგის მონაწილეობას აქციებში იმიტომ, რომ საუბრის თემა პოლიციელებთან მუდმივად იყო ეს, რომ დადიოდა თუ არა აქციებზე და თუ დადიოდა, რატომ დადიოდა.

მთელი პერიოდის განმავლობაში მას ჰქონდა ხელები შეკრული ზურგს უკან, მიუხედავად იმისა, რომ ითხოვა ბორკილების ან მოშვება ან ხელების წინ გადმოტანა ძალიან ცინიკურად უთხრეს, რომ ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა. ცდილობდნენ მის დამუშავებას, გაუგებარ ფაქტებზე საუბარს და ინფორმაციის გამოძალვას, თუმცა არცერთ მომენტში მისთვის არ განუმარტავთ, თუ რატომ არის ის დაკავებული და ჩვენც, მისი ადვოკატებიც ამჟამად ვართ ბუნდოვანებაში და არ ვიცით, რეალურად რის გამოა დაკავებული, რას ედავება მას გამოძიება.

პოლიციელების ქცევას არ შეიძლება მიეცეს სამართლებრივი შეფასება, გარდა იმისა, რომ ეს არის დანაშაული, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც მათ გააკეთეს. სულ რომ დამნაშავე იყოს მეგი დიასამიძე, ნებისმიერ ბრალში, ის, რაც მას, როგორც დაკავებულს გაუკეთეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მე დარწმუნებული ვარ, ისინი პასუხს აგებენ ამ თვალსაზრისით აუცილებლად”, - განაცხადა თუთბერიძემ.

23 წლის მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი