სამართალი
ადვოკატი იუსტიციის მინისტრს ვანო მერაბიშვილისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარებისკენ მოუწოდებს
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, სახალხო დამცველის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ყოფილი პრემიერის სისხლის საერთო ანალიზში ლიმფოციტების ოდენობა არის მომატებული.
ადვოკატი იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს, უზრუნველყოს ვანო მერაბიშვილისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარება და ზუსტი დიაგნოზის დასმა.
"მუდმივად ვამბობდით, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ იყო ჩატარებული სრულყოფილი კვლევა და არ იყო ზუსტი დიაგნოზი. სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა ექსპერტიზა. მათ მოითხოვეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სამედიცინო კვლევების შედეგად მიღებული. დაიქირავეს ექსპერტი და გადასცეს ეს დოკუმენტაცია. აღმოჩნდა, რომ ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული კვლევები არ იყო სრულყოფილი. სისხლის საერთო ანალიზში ლიმფოციტების ოდენობაა მომატებული. გაიცა რეკომენდაცია, რომ დამატებით ჩატარდეს გამოკვლევები. ექსპერტის თქმით, ლიმფოციტების მატება შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსით, რომელიც მერაბიშვილს ამ მომენტამდე აქვს. მოვუწოდებთ იუსტიციის მინისტრს, დამატებითი გამოკვლევები ჩატარდეს და დაისვას ზუსტი დიაგნოზი", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


